- ღჳნისა
- ყურძნის ნაწური სასმელი (ფსალ. 4,7; მატ. 9,17 და შემდგომი), вино, οίνος. თ. შარაბ ((არაბ.)), ჩახირ, ს. გინი. ახალს ნაწურს ეწოდება ტკბილი; ჯერეთ დუღილში მდგომს - ამბოხი; დადუღებულს - მაჭარი; ცეცხლზედ ნადუღს - ბადაგი; წყლით აღზავებულს - დგჳფი; უწყლოს - შუმი და არმუნჯი; გაწყალებულს - ჟოქო; ნაწნეხს - ჭაჭას, რა დაალტობენ წყლითა და მეორედ გამოჰქაჟავენ, ეწოდება შამანი; მგბარსა შაქრითა და სუნნელით ზავებულს ღვინოს კუნდიტი; დამჟავებულს - ძმარი.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.